მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. "მინისოს" დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10, 000-ზე მეტი დასახელების ნივთს იტევს. "მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 24 მაღაზიით არის წარმოდგენილი.
"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** სატვირთო ავტომანქანის დატვირთვა/დაცლა;
** პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** დატვირთული ავტომანქანების დალუქვა და აღრიცხვა;
** პროდუქციის დახარისხება და დასტიკერებისთვის მომზადება;
** საწყობის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა და პროდუქციის შესაბამისი კლასიფიკაციით განლაგება.
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი
** მზარდი ანაზღაურების სისტემა; (საპენსიოს იხდის კომპანია)
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** თანამშრომლებისთვის ფასდაკლება პროდუქციაზე;
თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV: https://hel-ai.com/apply/9ESMRh0d
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.