jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვის მენეჯერი
მომწოდებელი: ვორტექს კაპიტალი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია "ვორტექს კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-სთ-დან 18:00-სთ-მდე;
ხელფასი: 700$ + ბონუსი.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური და გერმანული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკების წარმოება/შეხვედრების ორგანიზება;
** სამუშაო ბაზის მართვა;
** უძრავი ქონების მოძიება და მათი პლატფორმებზე განთავსება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** საკვალიფიკაციო ტრენინგებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ულიმიტო სასაუბრო დროს ყოველთვიურად;
** ბალანსს განცხადებების ასატვირთად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@vortexcapital.ge

სათაურში/subject მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |