jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ყავის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 6 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: დიასახლისი;

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზის დალაგება, დასუფთავება;
** ჭურჭლის რეცხვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** დღის განმავლობაში სისუფთავის რეგულარული კონტროლი ;

მოთხოვნები:

** ოპერატიულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებული;

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო ადგილი: ვაკე/საბურთალო;
** გრაფიკი- 7 საათიანი გრაფიკი, კვირაში 5 დღე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურება: 1200 ლარი (NET) ;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს " ყავის ლაბორატორია" -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |