ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ჩვენი მიზანია:
** * შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** * განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად, 134-ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას სასმელების და კვების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი
საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** საკვებთან და სასმელებთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა და მონიტორინგი;
** სტუმრისთვის განსაკუთრებული სერვისის შექმნა, მენიუს გაცნობა, კერძების შემადგენლობის, ალერგენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სასმელების დეპარტამენტის ეფექტურად ფუნქციონირების ორგანიზება და კონტროლი;
** განყოფილების თანამშრომელთა ყოველდღიური საქმიანობის შედგენა;
** ახალი თანამშრომლების დახმარება და მონიტორინგი, მათი გადატრენინგება კომპანიის შიდა რეგულაციების თანახმად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** MS Office - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
** კვებით უზრუნველყოფას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "სასმელების და კვების სუპერვაიზერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
წარმატებას გისურვებთ!