კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-მომმარაგებლის პოზიციაზე, ბათუმში.
ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი
ძირითადი ფუნქციები: საწყობის, ასევე შესყიდვებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის მენეჯერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამშენებლო ობიექტისთვის საჭირო წვრილმანი შესყიდვების პროცესის წარმართვა ბაზრობებზე, საყოფაცხოვრებო მაღაზიებსა თუ სხვა რელევანტურ დაწესებულებებში
მოთხოვნები:
** 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. სასურველია გამოცდილება მშენებლობის მიმართულებით
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** B, C კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა და ავტომობილის მართვა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება 1100 ლარი
** კორპორაციულ ნომერს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
გამოგვიგზავნე რეზიუმე 2024 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: hr@alliance.ge; (სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.
შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.