jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უმცროსი ექაუნთ მენეჯერი გაყიდვების მიმართულებით
მომწოდებელი: MAMUSI
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

"MAMUSI" ალმასის ინსტრუმენტების პირველი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ქვასა და ბეტონზე სამუშაო ინსტრუმენტების ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში.

ამჟამად, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი აერთიანებს ქართულ ბაზარზე მაქსიმალურად მორგებულ 80-მდე სახეობის ნივთს, მათ შორის ალმასის ხერხებს, სეგმენტებს, ქვისა და იატაკის სახეხ-საპრიალებელ ინსტრუმენტებსა და ბურღებს.

"MAMUSI"-ს ხედვაა გახდეს ალმასის ინსტრუმენტების ლიდერი ბრენდი საქართველოში.

გვაქვს ვაკანსია უმცროსი ექაუნთ მენეჯერის (გაყიდვების მიმართულებით) პოზიციაზე.

რა დაგევალებათ?

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებებისა და მიზნების იდენტიფიცირება;
** ახალი კლიენტების მოძიება და მათი დაინტერესება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა (Upselling), კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა და კატალოგში არსებული პროდუქციის შეთავაზება;
** კლიენტების კმაყოფილების მონიტორინგი, მათთან შეხვედრების კოორდინაცია.

სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ:

** გაქვთ უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან მსგავსი მიმართულებით;
** გაქვთ მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ფლობთ ინგლისურ ენას B2 დონეზე, რუსულ ენას სალაპარაკო დონეზე;
** იცით საოფისე პროგრამები (MS Excel, MS Word, MS PowerPoint).

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ფლობთ ეფექტური კომუნიკაციის უნარს და შეგიძლიათ ადვილად ადაპტირება;
** შეგიძლიათ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის თვითმენეჯმენტი.

დამატებითი მოთხოვნები: მართვის მოწმობა (სასურველია მექანიკა).

ჩვენ გთავაზობთ:

** ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი;
** საბონუსე სისტემა;
** თვითმართვადი გრაფიკი;
** მუშაობა მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან;
** დაწინაურების პერსპექტივა. დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, შეთანხმებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად. ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ: შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, შვებულებისა და საშეღავათო დღეებით სარგებლობის უფლება).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე mamusitools@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი ექაუნთ მენეჯერი".

აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 20 დეკემბერი, 2024.

გისურვებთ წარმატებას!

"MAMUSI" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

MAMUSI-ში თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |