www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი/1C ოპერატორი
მომწოდებელი: კლინტექი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კომპანია "კლინტექ"-ი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-1C ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანიაზე დამატებითი ინფორმაციის შესახებ, გადადით ბმულზე: www.zoma.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

** მყიდველის შეკვეთების დამუშავება;
** რეალიზაციების გატარება და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა 1C პროგრამიდან;
** უკან დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება და 1C პროგრამაში ასახვა;
** შიდა გადაადგილებების პროგრამაში ასახვა და ზადნადებების გამოწერა;
** მარაგების პროგრამული კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალურ მარაგებთან დაკავშირებული არაყოველდღიური სხვა ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** საბანკო ამონაწერების გატარება პროგრამაში;
** უშუალო უფროსის თანამდებობასთან შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრული პროგრამის (1C) მაღალ დონეზე ფლობა - აუცილებელი პირობაა;
** უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობაში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი 68ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: საწყისი 800 (რვაასი) ლარი (NET)

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@zoma.ge და hr@zoma.ge (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია).

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |