სუპერმარკეტების ქსელი "ლიდერ-ფუდი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული (კატეგორიის) მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
მისამართი: მცხეთა, სამხედროს ქუჩა 73
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა და ანალიზი
** გაყიდვების ანალიზი.
** მარაგების მართვა, ნაშთების კონტროლი, დეფიციტური და ჭარბი ნაშთის ანალიზი.
** რეალიზაციისა და შესყიდვების გეგმების კონტროლი.
** პრომო აქციების დაგეგმვა და მართვა.
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა , პოტენციური მომწოდებლების მოძიება ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე, მათთან მოლაპარაკების წარმოება
** ტენდერების მართვა
** მომწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადება.
პიროვნული მახასიათებლები:
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: APEX, MS Office - Word, Excel, PowerPoint, Outlook.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@lider-food.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "კომერციული (კატეგორიის)მენეჯერი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.