www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT დამხმარე
მომწოდებელი: ჰოსტელი ფაბრიკა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 30 მაისი

ჰოსტელი "ფაბრიკა" აცხადებს ვაკანსიას IT დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დეპარტამენტის მენეჯერის და კოორდინატორის მიერ მიღებული დავალებების შესრულება;
** ქსელის მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფა;
** საქმიანი შეხვედრების და ტრენინგების ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფა;
** ტექნიკური ხარვეზების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
** სასტუმროში არსებული პროგრამების და აპარატურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქსელის და სხვა ინფორმაციისა და ფაილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკა, იზოლირება და აღმოფხვრა;
** ოფისის ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად სერვის-პროვაიდერთან მჭიდროდ თანამშრომლობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 მაისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fabrikatbilisi.com.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სს "ნინო" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |