www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტული აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ფარმაცევტული აღრიცხვის ოპერატორის ვაკანსიას თბილისში.

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა;
** აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი განყოფილებების მიხედვით;
** განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და მიწოდება შესაბამისი საშუალებებით;
** აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე ნაშთის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ოქტომბერი, 2022

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/farmacevtuli-agricxvis-operatori-/824

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |