www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბაზრის კვლევის მენეჯერი
მომწოდებელი: ემტექნიკსი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი "Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას ბაზრის კვლევის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტანდარტული და სააქციო მოდელების ბაზრის კვლევა;
** მოდელების შერჩევა, ამ მოდელების ძირითადი ფუნქცია-მახასიათებლების განსაზღვრა;
** განსაზღვრული მახასიათებლების საფუძველზე წინასწარი ფაილის შექმნა;
** ფაილის მიხედვით ბაზრის კვლევა კატეგორიების, ფუნქციების და ფასების მიხედვით;
** პასპორტის, დისფლეის, ვიზუალის, ონლაინ-მაღაზიების ფოტოსურათებით მასალების შეგროვება, შენახვა და დახარისხება;
** მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და შეჯამება PPT-სა და ექსელის ფაილში;
** შესასყიდი მოდელების ბაზრის კვლევა;
** რეპორტების მუდმივი განახლება და სხვადასხვა სტატისტიკის გამოვლენა;
** დაგროვებული სტატისტიკის საფუძველზე კონკურენტი კომპანიების მარაგების განსაზღვრა და პოლიტიკის გამოვლენა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვადასხვა რეპორტების მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენაც;
** ტექნიკისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე. სეზონურად (მაისი, ივნისი, ივლისი)-შაბათს 10-15 საათამდე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge 2022 წლის 15 თებერვლამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** ტესტირება ექსელში;

შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ემტექნიკსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ემტექნიკსის"-ს მიერ სხვა, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |