www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამსახურის ზეინკალი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს დაბალი წნევის გაზსადენების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამსახურის ზეინკლის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო ან პროფესიული ტექნიკური განათლება;

დამატებითი მოთხოვნები: სასურველია გაზი სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** გაზგამანაწილებელ ქსელზე საჰაერო და მიწისქვეშა (ჭებში) არსებული ჩამკეტი არმატურის რევიზია;
** ჩამკეტი არმატურის მონტაჟი-დემონტაჟი;
** ჩამკეტი არმატურის დაკეტვა-გაღების სამუშაოების წარმოება;
** სამუშაო ინსტრუმენტების გამართულობის უზრუნველყოფა;
** ხანძარჩამქრობი საშუალებების ფლობა/გამოყენება;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შევსება/წარმოება;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო რეჟიმი: 09:00 -18:00 სთ;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პ.ქავთარაძის ქ. 21ა;
ანაზღაურება შეთანხმებით;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancies@te.ge და ელ. ფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ვებ-გვერდით - https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |