"People in Need" (PIN) არის ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას და მხარდაჭერას განვითარების მიზნით, იცავს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ თავისუფლებას. მოქმედი საქართველოში 2005 წლიდან PIN არის ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების ორგანიზაცია.
"PIN Georgia ეძებს" გამოცდილ მძღოლს, საკუთარი ავტომობილით, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება დუშეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში, თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
სამუშაო არეალი: დუშეთის მუნიციპალიტეტი და საქართველოს სხვა ქალაქები
ყოველთვიური ანაზღაურება გამომუშავებით
დაწყების თარიღი: 22 აპრილი
გრაფიკი: დამოკიდებულია პროექტის აქტივობებზე
ამოცანები და ვალდებულებები:
** ხელმისაწვდომობა პროექტის აქტივობების მიხედვით.
** ავტომობილის გამართულობის უზრუნველყოფა.
** თანამშრომლების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
** საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და ღამისთევა, (სასტუმროს ხარჯებს უზრუნველყოფს PIN-ი)
** ყველა დაკისრებული ლოჯისტიკური და სატრანსპორტო აქტივობების დროული და ეფექტური შესრულება.
** ლოჯისტიკისა და შესყიდვების დეპარტამენტთან მუდმივი თანამშრომლობა, შეუფერხებელი და შეთანხმებული მუშაობის უზრუნველსაყოფად.
** PIN-ის ორგანიზაციული პოლიტიკის დაცვა.
საჭირო გამოცდილება, კომპეტენცია და უნარები:
** სავალდებულოა B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა (მინიმუმ 5 წლიანი აქტიური ვადა)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება
** კარგი ორგანიზაციული უნარები და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის ძლიერი უნარები, კოლეგებსა და მომწოდებლებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის.
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: ხელშეკრულება ამოქმედდება ხელმოწერისთანავე და იმოქმედებს პროგრამის დასრულებამდე (2025 წლის დეკემბერი)
თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შევსებული ვორდის დოკუმენტი "კითხვარი" ელ. მისამართზე: zurab.imerlishvili@peopleinneed.net. გთხოვთ, თქვენი ელ. წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია: "მძღოლი-დუშეთის მუნიციპალიტეტი"
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 14 აპრილი 10:00 სთ.