www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის სპეციალისტი/ტესტერი
მომწოდებელი: უნიფეი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 17 აგვისტო

კომპანია "უნიფეი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის სპეციალისტის (ტესტერი) თანამდებობაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ჯგუფში.

კომპანიის შესახებ:

"უნიფეი" არის ელექტრონული საფულე. "უნიფეი" მომხმარებელს აძლევს საშუალებას სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ გააგზავნოს, გადაიხადოს და მიიღოს თანხა ინტერნეტში. პროექტის შესახებ გაეცანით ვებ გვერდს: www.unipay.com

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სპეციფიური პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალური ტესტირება
** სპეციფიური პროგრამული უზრუნველყოფის სამომხმარებლო ტესტირება
** ნაპოვნი შეცდომების ანალიზი
** ტესტირების დოკუმენტაციის წარმოება და ტესტირების შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადება
** სხვა მოვალეობებისა და დავალებების შესრულება სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის მითითებით.
** ტესტირების სცენარების შედგენის ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება, სასურველია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალობით, პრიორიტეტულია პროგრამირების მიმართულებით;
** ტექნიკური დავალების და მოთხოვნების ანალიზის გამოცდილება;
** პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესის ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებისა და პროგრამირების საბაზისო დონეზე ცოდნა SQL, MySQL, PHP,
** ელ კომერციის და ონლაინ პროდუქტებთან, აპლიკაციებთან (iOS, Android) მუშაობის გამოცდილება.

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:

** სტრესულ და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი, სხარტი აზროვნება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა,
** დროის ეფექტური მართვა.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: hr@unipay.ge

თქვენ ასევე შეგიძლიათ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღება ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.unipay.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru