www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1ა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ცენტრალიზებული შეკვეთის განხორციელება;
** შეკვეთის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** გამოწერილი მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ფასების კონტროლი ერესზე შეთანხმებულ ფასებთან მიმართებაში;
** პრობლემური პოზიციების დროული გასწორება (ვადები, არასწორი დოზები, დაზიანებები) მომწოდებლებთან ერესის კონტროლით;
** საკანცელარიო და სამეურნეო მასალების შესყიდვა თვეში ერთხელ ერესზე ფასების და ლოჯისტიკის კონტროლით;
** აქტიური კომუნიკაციის წარმოება კოორდინაციაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულებთან და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებთან;
** ანგარიშგებების მომზადება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ან/და უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების კარგი დონეზე ცოდნა;
** MS Office-ს კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 12 მარტი.

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru