www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია ჯენტლმენი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 13 მაისი

მაღაზია "ჯენტლმენი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
** აუცილებელია რიცხვითი შინაარსის ინფორმაციით ოპერირების უნარი.
** სასურველია მსგავსი პროფილის კომპანიებში (ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი) გაყიდვების მოლარე ან კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები:

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა;

ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება 600 ლარი და პლიუს ბონუსები.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tbilisistores@gmail.com და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება კონსულტანტი-ჯენტლმენი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისი პროფილის მქონე კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru