www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 23 მაისი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს: პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, ბიზნესისა და მართვის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლებში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებისათვის შემდეგი მიმართულებებით:

1. სამართლის სკოლა:

ადმინისტრაციული სამართალი:

** პროფესორი- ერთი საშტატო ერთეული
** ასოცირებული პროფესორი- ერთი საშტატო ერთეული
** ასისტენტ პროფესორი- ერთი საშტატო ერთეული

სისხლის სამართალი: პროფესორი- ორი საშტატო ერთეული

კერძო სამართალი:

** პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული
** ასოცირებული პროფესორი -ოთხი საშტატო ერთეული:

კერძო სამართალი: ასისტენტი-სამი საშტატო ერთეული

კონსტიტუციური სამართალი:

** ასოცირებული პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული
** ასისტენტ-პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული

საჯარო სამართალი (საერთაშორისო საჯარო სამართალი): ასოცირებული პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული

2. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

** ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია: ასოცირებული პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული
** მედია მენეჯმენტი: ასისტენტ-პროფესორი- ერთი საშტატო ერთეული
** სამაუწყებლო მედია, პრაქტიკული კურსი (ტელევიზია): ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული
** ფილოსოფია: პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული
** პედაგოგიკა: პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
** ინგლისური ენა: პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
** ლიტერატურული მიმდინარეობა და საზოგადოებრივი აზრის ისტორია: ასოცირებული პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული

3. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა:

პოლიტიკის მეცნიერება: ასოცირებული პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული

4. ბიზნესისა და მართვის სკოლა:

ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციული ტექნოლოგიები: ასოცირებული პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული

ბათუმის წარმომადგენლობისათვის:

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა:

საჯარო მმართველობა: ასოცირებული-პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული
პოლიტიკის მეცნიერებები: ასისტენტ-პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული

ბიზნესისა და მართვის სკოლა:

მენეჯმენტი: ასოცირებული-პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული

1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 7 წლის ვადით არჩეულ იქნეს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით.
2. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 7 წლის ვადით, არჩეულ იქნეს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით.
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.
4. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით. პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები: პროფესორად არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში ექსპერტულ ან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობის, არანაკლებ, 6 და საგანმანათლებლო საქმიანობის, არანაკლებ, 2 წლის გამოცდილება. ხოლო ასოცირებულ პროფესორად - პროფესიულ სფეროში მუშაობის, არანაკლებ, 5 და საგანმანათლებლო საქმიანობის, არანაკლებ, 1 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით (პროფესორისთვის არანაკლებ სამი სამეცნიერო/კვლევითი ნაშრომი/პუბლიკაცია). ასისტენტ-პროფესორად არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად არჩეული იქნეს პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და გასაუბრების საფუძველზე. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი კრიტერიუმები/ინდიკატორები: ~

** სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება;
** თემის ხელმძღვანელობა/ ოპონენტობა;
** ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია;
** პროფესიული განვითარება;
** კვლევა/მონოგრაფია/სახელმძღვანელო;
** საერთაშორისო აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
** საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციის წევრობა;
** სახელისუფლებო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა
** ციტირება

კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია); შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;
** ორი ფოტოსურათი;
** განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სამეცნიერო შრომების ნუსხა (გამოცემის თარიღისა და გამომცემლობის მითითებით), განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია;
** პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 17 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით.

შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 28 მაისს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე http://www.gruni.edu.ge

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკადრო რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე, კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე.

თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონი: 2 38 44 06/118;
ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge; n.kubaneishvili@gruni.edu.ge

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადებისა და ავტობიოგრაფიის (CV)ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე http://www.gruni.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru