www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 13 მაისი

შპს "ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის ("ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში") ბიზნესი დაარსებულია ქვევრის ღვინის წარმოებაზე. კომპანია მუშაობს ორი მიმართულებით: ღვინის წარმოება გაყიდვა და აგროტურიზმი. ღვინო წარმატებულად იყიდება შიდა ბაზარზე და ასევე, გადის ექსპორტზე. ტურისტული კომპლექსი მდებარეობს კახეთში, სოფელ ნაფარეულში, სადაც ღვინის მარანსა და საწარმოსთან ერთად, წარმოდგენილია რესტორანი. სასტუმრო, ქვევრის ღვინის და ქვევრის მუზეუმი (აღიარებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმების ასოციაციის მიერ).
ადგილს სტუმრობს ათასობით ტურისტი ყოველწლიურად.

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის ქ. 66
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ.
ანაზღაურება: 600 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსულ სატელეფონო ზარებზე/მეილებზე პასუხის გაცემა და შესაბამის ადრესატებთნ გადამისამართება.
** კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა.
** დოკუმენტაციის თარგმნა.
** ოქმების წარმოება.
** ვაკანსიების გამოცხადება და განცხადების ატვირთვა შესაბამის საიტზე.
** სამეურნეო შესყიდვების წარმოება და კონტროლი.
** შეხვედრების ორგანიზება.
** სხვადასხვა ტიპის საოფისე საქმიანობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ანაზღაურება და შრომის დაფასება:

** 2 კვირა გამოსაცდელი ვადა.
** დამატებითი შეღავათები კომპანიის პროდუქციასა და სასტუმროზე.
** წარმატებული და შედეგიანი მუშაობის შემთხვევაში სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა

კომპანიის ძირითადი ფასეულობებია:

** ქართული ხარისხიანი პროდუქციის წარმოება - ქვევრის ღვინის სახით.
** ღია და სამართლიანი მუშაობის პრინციპები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (რეზიუმე) თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cellarvacancy@gmail.com გთხოვთ, თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru