www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - სასკოლო კვლევა მასწავლებლებისთვის
მომწოდებელი: ანალიტიკური ცენტრი CRAMMES
თანდართული ფაილი: crammes-school-train-form.zip
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / განცხადების ვადა: 26 მარტი

ანალიტიკური ცენტრი "CRAMMES" თბილისსა და რუსთავში აცხადებს მონაწილეების მიღებას ტრენინგზე "სასკოლო კვლევა მასწავლებლებისთვის".

ანალიტიკური ცენტრი "CRAMMES" ეწევა კვლევით, ანალიტიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობას საქართველოში. ჩვენი საქმიანობა მოიცავს კონსულტირებას, კვლევას, ანალიზს, ორაგანიზაციის მართვის საკითხებს, მონიტორნიგს, შეფასებას და გადაწყვეტილების მიღების სწავლებას.

ანალიტიკური ცენტრი "CRAMMES" ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავებისას, ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე.

სასკოლო კვლევა მასწავლებლებისთვის - სასწავლო კურსის მიზანია კვლევის ტექნოლოგიების ათვისება და გამოყენება. კურსი უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას კვლევის მეთოდოლოგიასა და დიზაინში.

სასწავლო კურსის ფარგლებში განხილული იქნება თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები, კვლევის ჩატარების ტექნიკა და მათი პრაქტიკაში გამოყენება. კურსის მიმდინარეობისას თითოეული მონაწილე განახორციელებს კვლევას, კონკრეტული მეთოდის გამოყენებით. ისინი შეძლებენ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში კვლევის დაგეგმას პრობლემის განსაზღვრას, კითხვის ფორმულირებას, მეთოდის ადეკვატურ შერჩევას, საველე სამუშაოების განხორციელებას, მონაცემთა ანალიზს და კვლევის ანალიზს; კვლევის ანგარიშის, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას.

ტრენინგის საკითხებს წარმოადგენს:

** რა არის სასკოლო კვლევა
** რა შეიძლება გახდეს სასკოლო კვლევის საკითხი: პრობლემის განსაზღვრა, ჰიპოთეზის შემუშავება, კითხვის ფორმულირება
** ძირითადი ცნებების განსაზღვა: დამოუკიდებელი, დამოკიდებული, საკონტროლო და გვერდითი ცვლადები
** კვლევის დიზაინი: თვისეობრივი და რაოდენობრივი მეთოდები
** შერჩევა, ვალიდობა, სანდოობა
** დაკვირვება, დაკვირვების შედეგების აღრიცხვა, კოდირება, ანალიზი
** ინტერვიუ: ნახევრადსტრუქტურირებული და ჩაღრმავებული
** ფოკუს ჯგუფი
** რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ანალიზი
** ანგარიშის მომზადება
** ვისთვისაა ტრენინგი გამიზნული: სკოლის მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სურთ ჩაატარონ სასკოლო კვლევები და მოამზადონ შესაბამისი ანგარიში.

სწავლების მეთოდი: ვერბალური კომუნიკაციის მეთოდი, პრაქტიკული სავარჯიშოების მეთოდი, დისკუსია/დებატები, ჯგუფური მუშაობა.

ტრენინგის ფორმატი:

ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 თვე
შეხვედრების საათების რაოდენობა: სულ 24 საათი
ტრენინგის დღეები: თბილისი - ორშაბათი, ოთხშაბათი; რუსთავი - სამშაბათი, ხუთშაბათი
შეხვედრის დრო: 16:00-19:00 საათი
ტრენინგის ღირებულება: 180 ლარი

კურსებს უძღვებიან ტრენერი-მკვლევარები: ნატალია მჭედლიშვილი და ლოლიტა შენგელია.
თარიღი: ტრენინგები დაიწყება აპრილის თვეში. ზუსტ თარიღს წინასწარ გაცნობებთ.

საბანკო რეკვიზიტები:

სს " თიბისი ბანკი" საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება: შპს ანალიტიკური ცენტრი კრეიმსი
ანგარიშის ნომერი: GE74TB7015936080100004 / GEL

გთხოვთ, გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი და ტრენინგის სახელწოდება.

გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: centercrammes@gmail.com და გამოაგზავნეთ შევსებული რეგისტრაციის ფორმა (იხ. დანართი).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru