www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / განცხადების ვადა: 27 მარტი

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს მთავარი ინჟინერის ვაკანსიას ავტომობილების მოვლის, მომსახურების საერთაშორისო ქსელისთვის. მომსახურების ცენტრი სრულად ავტომატიზირებულია და აღიჭურვება უახლესი ტექნოლოგიებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მომსახურების ცენტრების ქსელის განვითარება - ადგილის დანადგარების მონტაჟისთვის მომზადება, მონტაჟის ხელშეწყობა-მეთვალყურეობა და შესწავლა;
** ბიუჯეტის დაგეგმვა;
** ოპერატორების შერჩევა, დატრენინგება, მართვა;
** ტექნიკური დანადგარების მოვლა, შენარჩუნება, პრობლემების დროული აღმოფხვრა;
** ტექნიკური დანადგარების საექსპლუატაციო ხარჯების კონტროლი;
** საჭირო სათადარიგო მასალების მართვა;
** ახალი მომსახურების ცენტრების განვითარებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** სასურველი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მიმართულებით - წყლის სისტემები, ელექტრო სისტემები თუ სხვა;
** ადამიანური რესურსის და პროცესების მართვის გამოცდილება ან შესაძლებლობა;
** სასურველია ერთი უცხო ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ სრულად შეავსოთ განაცხადი მითითებულ ვებგვერდზე http://career.adelante.ge/Job/206? 27 მარტის ჩათვლით.

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება, იჩქარეთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru