www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 1 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მისოს სახელით (მათ შორის პრობლემური კლიენტების მიმართ) სასამართლოში სარჩელების აღძვრა და წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში (სხდომებზე წარმომადგენლობა, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, ყველა ინსტანციის შესაგებლების, ყველა სახის საჩივრების, განცხადებების და შუამდგომლობების ფორმირება და წარდგენა სასამართლოში);
** მისოს წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე მისოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში (სხდომებზე წარმომადგენლობა, შეგებებული სარჩელის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, ყველა ინსტანციის შესაგებლების, ყველა სახის საჩივრების, განცხადებების და შუამდგომლობების ფორმირება და წარდგენა სასამართლოში);
** ვადაგადაცელებული ფულადი ვალდებულებების ამოღების მიზნით, წარმომადგენლობა ნოტარიუსებთან და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მიღება, დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამოღების მიზნით შსს მომსახურების სააგენტოში გირავნობის მოწმობების მიღება, ზემოაღნიშნული და სხვა სააღსრულებო დოკუმენტების საფუძველზე მისოს სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების დაწყება და აღსრულება, წარმომადგენლობა აღსრულების პროცესში სააღსრულებო ბიუროსთან/კერძო აღმასრულებელთან;
** მისოს სამართლებრივი უზრუნველყოფა მის სასარგებლოდ იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დასაკუთრების ან/და მისოს მფლობელობაში/საკუთრებაში გადმოცემული უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 1 წელი იურისტად (სტაჟირების ჩათვლით);
** სასამართლოში სარჩელის აღძვრის, სასამართლოში წარმომადგენლობის და სასამართლო სხდომებში მონაწილეობის გამოცდილება;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის პრაქტიკული ცოდნა, სააღსრულებო წარმოების, სანოტარო მოქმედებებისა და სერვისების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე საჯარო რეესტრის და შსს მომსახურების სააგენტოს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის პრაქტიკული ცოდნა;
** მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ადვოკატთა გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი (ან მასთან გათანაბრებული) სერთიფიკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის (ან საერთო) სპეციალიზაციით ან/და ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru