www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - საქართველოში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სისტემა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 3 მარტი / განცხადების ვადა: 3 აპრილი

კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს "საქართველოში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სისტემა; მართვის თავისებურებები".

ტრენინგის მიზანი:

მოცემული კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს საქართველოში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სისტემა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალებები და პროცედურები. აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. სისტემის სიახლეები და გაუმჯობესების პერსპექტივები.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.

ტრენინგის აღწერა:

ტრენინგი გათვლილია, სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებული ყველა იმ პირისთვის, რომელიც დასაქმებულია ან აპირებს აღნიშნულ სფეროში პრატიკულ საქმიანობას, როგორც შემსყიდვებლის ასევე მომწოდებლის კუთხით. კურსი მოიცავს, იმ საკითხების და პრობლემების შესწავლას, რომლებიც უშუალოდ თავს იჩენს მუშაობის პროცესში. გარდა ამისა, ტრენინგი მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დანერგილი სიახლეებისა და ახალი მოდულების შესწავლას. თითოეული საკითხის შესწავლა დაეფუძნება პრაქტიკულ მაგალითებს (ქეისებს), რაც სწავლების პროცესს მსმენელებისთვის უფრო გასაგებს და აღთქმადს გახდის.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.

ტრენერი: ლევან როსტომაშვილი, საქართველოს რეგონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსის მოადგილე

ტრენინგის თემატიკა:

** სახელმწიფო შესყიდვების არსი, საშუალებები და მონაწილეები;
** მარეგულირებელი კანონმდებლობა;
** სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა; რეგისტრაციის პროცედურები;
** შესყიდვის საშუალებები და მათი თავისებურებები;
** სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები და მათი მართვა; სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადების მომზადება. გამარჯვებულების გამოვლენა და სახელშეკრულებო ურთიერთოებები;
** მომწოდებელთა "თეთრი" და "შავი" სიების წარმოების წესი;
** სადაო საკითხების გადაჭრის მოქმედი სისტემა; შესყიდვებთან დაკავშირებული ქმედების გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი;
** შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული რისკები და პრობლემები;
** ერთიანი ელექტრონული სისტემის საინფორმაციო ბაზა და მისი შესაძლებლობები;
** სიახლეები და ახალი მოდულები.

ტრენინგის განრიგი:

დაწყების თარიღი: 4 აპრილი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
ჩატარების დღე: სამშაბათი, ხუთშაბათი (შაბათი)
ჩატარების დრო: 19:30 - 20:30

ტრენინგის საფასური და გადახდის წესი:

ტრენინგის ღირებულება: 550 ლარი
ტრენინგის ღირებულების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს, ტრენინგის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე.

რეგისტრაციის პირობები: გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია:

მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru