www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საქართველოს პარლამენტის იმიტირებული საპარლამენტო სხდომები
მომწოდებელი: პირველი მუხლი
თანდართული ფაილი: MPCH.zip
გამოქვეყნდა: 7 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

ორგანიზაცია "პირველი მუხლი" არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნდა 2016 წლის 20 აპრილს. ორგანიზაცია გეგმავს ნოვატორული მიდგომებისა და ფორმატების დანერგვას და ფართომასშტაბიან საქმიანობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. "პირველი მუხლი"-ს საქმიანობის მიზანია საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა მოქალაქეების უფლებების რეალიზებისა და თავისუფლებების ხელშეუხებლობის საკითხებზე.

ორგანიზაცია "პირველი მუხლი" ახორციელებს პროექტს "საქართველოს პარლამენტის იმიტირებული საპარლამენტო სხდომები," ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია პარლამენტის შიგნით თუ აღნიშნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფორმატში მომავალი საქმიანობისთვის პროფესიონალი კადრების მომზადების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში ახალგაზრდობის ინფორმირებული ჩართულობის განვითარება.

ორგანიზაცია "პირველი მუხლი" იწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის) სტუდენტებს (4-წევრიან გუნდებს, მათ შორის, ერთი გუნდის კაპიტანი) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

** I რაუნდი - მოქმედი კანონის კრიტიკული ანალიზი ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით;
** II რაუნდი - ამავე კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტის მომზადება;
** III რაუნდი - მომზადებული კანონპროექტის წარდგენა კომიტეტის სხდომაზე და მოწინააღმდეგე გუნდის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ოპონირება

პროექტით გათვალისწინებულია კონკურსის მონაწილეებისთვის შესაბამისი სემინარების ჩატარება მათი იმ თეორიული ცოდნით, ინფორმაციითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვის მიზნით, რაც აუცილებელია აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად; ასევე, კონკურსის მონაწილეები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტში სასწავლო ვიზიტში საპარლამენტო კომიტეტებისა და დეპარტამენტების მუშაობის ადგილზე გაცნობის მიზნით.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო სპიკერი და საუკეთესო კაპიტანი.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნონ მისამართზე: info@article1.ge.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 აპრილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru