www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი საერთაშორისო გადაზიდვებსა და ლოჯისტიკაში
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 8 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

IBSU ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს თემაზე "საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები და ლოჯისტიკა"

ტრენინგის შესახებ:

ტრენინგის მიზანს წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების ძირითადი ელემენტების შესწავლა, რომლის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება ცოდნა იმუშაოს სატრანსპორტო კომპანიებში, განახორციელოს იმპორტ-ექსპორტის ორგანიზება, რაც მოიცავს კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობას; ტარიფების მომზადებას, შეკვეთების განთავსებას, ტრანსპორტის შერჩევას, ტვირთის მონიტორინგსა და საბუთების გაკონტროლებას, აგრეთვე განბაჟებისა და შიდა გადაზიდვის ორგანიზებას.

ტრენინგის თემატიკა:

** საერთაშორისო გადაზიდვები; ტრანსპორტის სახეები; საზღვაო, სახმელეთო საავიაციო გადაზიდვის ზოგადი მიმოხილვა; პრივილეგიები და ნაკლოვანებეი; სატრანსპროტო ტერმინოლოგია და დოკუმენტაცია;
** ტვირთის მცნება და კატეგორია; კოდები და აბრევიატურა; გაბარიტული და არაბაგარიტული ტვირთი; საერთაშორისო სასაქონლო კოდები; INCOTERMS; დაზღვევა;
** ლოჯისტიკა; საბაჟო და არასაბაჟო (დროებითი შენახვის) საწყობი; სატვირთო ტერმინალი;
** ავიაგადაზიდვები: ავიაკომპანიები მათი ორნიშნა და სამ ნიშნა კოდები; საერთაშორისო აეროპორტები; საჰაერო ხომალდის ტიპები, ტვირთამწეობა და საბარგულის ზომები;
** ავიაზედდებული და ავიაკომპანიის განრიგი; სატრანსპორტო აგენტი;
** დამკვეთებთან/მიმღებებთან ურთიერთობა;
** ექსპორტი: ტრანსპორტირების დაგეგმვა და გრაფიკი; ტვირთის აღება, დასაწყობება; გადაზიდვის მარშრუტის შერჩევა; ტრანსპორტირების მონიტორინგი; ტარიფიკაცია; საექსპორტო დოკუმენტაცია;
** იმპორტი; ურთიერთობა დამკვეთთან, ინფორმაცია ტვირთზე, გადაზიდვისა და გადახდის პირობების შეთანხმება; ხარჯების კონსოლიდაცია; შეკვეთის მიღება; ტრანზიტული ტვირთის მომსახურება; მარკეტინგი
** სახიფათო ტვირთების რეგულაცია;
** ცოცხალი ცხოველების რეგულაციები

ტრენერი: ირინე მელაშვილი
2009 წ-დან დღემდე "Camara Cargo"-ს დირექტორი; 2008-2009 წწ. "Eurasia Cargo" - კომერციული დირექტორი; 2006-2008 წწ. მენეჯერი "Eurasia Cargo"-ში; 2004-2006 წწ. Chief of Cargo Operations Department LTD Cargo "Lasare".
სერტიფიცირებული ტრენერი თემა: "სახიფათო ტვირთების გადაზიდვა";
საერთაშორისო დიპლომი IATA/FIATA

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 280 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად)
ტრენინგის დაწყების თარიღი: 3 აპრილი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 31 მარტი
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ხუთშაბათი: 19:00 სთ.
სასწავლო მასალა უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

საბანკო რეკვიზიტები:
ს.ს. "თიბისი" ბანკი
კოდი: GE52TB7505036080100001
საიდ. კოდი: 229 275 405

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები: ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, ყოველი მომდევნო ტრენინგი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით; ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით; ოჯახის წევრებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

დარეგისტრირდი აქ: http://www.trainings.ibsu.edu.ge/index.php/2013-10-02-11-29-33

"IBSU Training Center"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 2,Tbilisi 0131
tel: (+995 32) 59 50 05/06 (174/130)
mob: (+995) 99 163436
e-mail: training@ibsu.edu.ge
http://www.trainings.ibsu.edu.ge/
http://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru