www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მგზავრთა გადაყვანის აგენტი - ქუთაისი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თანდართული ფაილი: uag-app-form1.zip
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას მგზავრთა გადაყვანის აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლის განრიგი.
სამუშაო ადგილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

ფუნქციები:

** მგზავრთა უსაფრთხო მომსახურება საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების, ავიაკომპანიების შესაბამისი პროცედურების და ასევე მგზავრთა მომსახურების სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად;
** მგზავრთა ბილეთის მონაცემების გადამოწმება ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად, ასევე მგზავრთა პირადი მონაცემების შემოწმება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე;
** მგზავრთათვის აკრძალული ნივთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გაფრთხილება ხელბარგში დასაშვები ნივთების სახეობისა და სითხის მოცულობის შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში მგზავრთა ვიზის და ვიზის მონაცემების გადამოწმება;
** მგზავრთა და ბარგის რეგისტრაცია სისტემაში და მგზავრისათვის ჩასხდომის ბარათის დამზადება და გადაცემა, ასევე ბარგის საჭიდის დამზადება და ბარგზე მისი მიმაგრება;
** ზენორმატიული წონის არსებობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების შესრულება;
** რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მგზავრთა მონაცემების დროული შეჯამება და ცვლის უფროსისათვის შესაბამისი დოკუმენტის გადაცემა;
** ჩასხდომის პროცესის დროული დაწყება და მგზავრთა საჰაერო ხომალდში უსაფრთხო ჩასხდომის უზრუნველყოფა;
** ჩასხდომის დასრულების შემდეგ მგზავრთა მონაცემების დროული შეჯამება და ცვლის უფროსისათვის შესაბამისი დოკუმენტის გადაცემა;
** მიმაგრებული ტექნიკის და მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დაცვით ექსპლუატაცია და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** გაუმართაობების ან კრიზისული სიტუაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი ოპერატიული აღმოფხვრა და შესაბამისი მოხსენების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
** ცვლის უფროსთან და ფრენების კოორდინაციისა და მიწისზედა მომსახურების სამსახურთან მუდმივი კავშირი, როგორც მობილური ტელეფონით ასევე სტაციონალური და მობილური რადიოსადგურების მეშვეობით;
** საჭიროების შემთხვევაში სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** მგზავრთა მომსახურების პროცესისათვის საჭირო სახარჯი მასალებისა და ნაწილების საჭირო ოდენობითა და კომპლექტაციით არსებობის უზრუნველყოფა;
** მგზავრთა მომსახურების პროცესში ტექნოლოგიური პროცესის, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** მიღებულ კორესპონდენციაზე და კომპანიის ხელმძღვანელობის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** მოსამზადებელი დოკუმენტების შეთანხმება კანონმდებლობით, კომპანიის აქტებით ან ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრულ საჭირო სუბიექტებთან;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვა;
** სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება;
** საქმიანობის სფეროში არსებული ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და დანერგვა;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** მგზავრთა მომსახურების სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების და მათი მართვის უნარი.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:

** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru