www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - პრობლემური აქტივის სამართლებრ. მართვის ტექნიკა
მომწოდებელი: სამართლის გზა
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

იურიდიული კომპანია "სამართლის გზა" აცხადებს მსმენელების მიღებას ტრენინგზე: პრობლემური აქტივის სამართლებრივი მართვის ტექნიკა (დავალიანების ამოღება).

ტრენინგი მსმენელებს დაეხმარებათ დავალიანების მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და ასწავლის მოვალისაგან ფულადი დავალიანების მიღების ყველაზე სწრაფ, ეკონომიურ და ეფექტიან სამართლებრივ გზებს.

ტრენინგის ფარგლებში განიხილება რეალური შემთხვევები და ის დამახასიათებელი თავისებურებები, რაც დაკავშირებულია დავალიანების ამოღებასთან, როგორც ფიზიკური პირის, ასევე კომპანიის შემთხვევაში. ტრენინგი ასევე მოიცავს დავალიანების ამოღებასთან საჭირო ყველა სამართლებრივი დოკუმენტის გაცნობასა და მომზადების ტექნიკის შესწავლას.

ტრენინგებს გაუძღვებიან:

** ლევან გორელაშვილი - იურიდიული კომპანია "სამართლის გზის" მმართველი პარტნიორი;
** თორნიკე ბეზარაშვილი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი აღმასრულებელი;
** ია აფციაური - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების ქეის-მენეჯერი.

ტრენინგი გაიმართება 2017 წლის 2 აპრილს (კვირა დღეს) 11:00-დან 17:00-სთმდე
ტრენინგის ბოლოს დამსწრე მსმენელებზე გაიცემა სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე)
ტრენინგის ღირებულება: 50 ლარი, მეგობართან ერთად 40 ლარი

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის:

მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/forms/E5nPtrUYigOgCOiY2
დაგვიკავშირდით ოფისში: 2-11-20-60
დაგვიკავშირდით მობილურზე: 577-74-11-14
მოგვწერეთ მეილზე: office@legalway.ge
ან გვეწვიეთ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #23



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru