www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსები - SQL Server 2014, Microsoft Access, Linux
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

"VIP Intellect Group" გთავაზობთ პროფესიონალური დონის კურსებს:

** Microsoft Access-სა და SQL Server -2014 ადმინისტრირება, გამოყენება და მხარდაჭერა
** LINUX-ის ოპერაციული სისტემები

Microsoft Access:

მონაცემთა ბაზების მომსახურე პერსონალს უწევს ბაზაში ახალი ინფორმაციის დამატება, საჭირო მოთხოვნის შედგენა და მონაცემთა სწრაფი ძებნა, სხვა და სხვა ტიპის ფორმების აგება, შედეგების რაპორტირება, გადაგზავნა, იმპორტი და ექსპორტი ბაზაში.

სრული ინფორმაცია კურსის თემატიკის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://vipintellect.ge/new/about3.php?id=9&id2=10

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია 1სთ 30წთ-იანი.
ღირებულება: ინდივიდუალურად - 360 ლარი.
2/3 კაციან ჯგუფში 300 ლარი.

SQL Server - 2014 ადმინისტრირება, გამოყენება და მხარდაჭერა:

კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ SQL Server-ის ახალი შესაძლებლობები და ამით შეძლონ SQL Server მონაცემთა ბაზებისა და სერვერების დაპროექტება, შემუშავება, ფუნქციონირება და განვითარება. გარდა ამისა, კურსი აძლევს მსმენელებს იმ ცოდნას, რაც საჭიროა SQL Server-ის აღნიშნული ახალი შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებისათვის.

სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები:

მსმენელი უნდა ფლობდეს ცოდნას შემდეგი საკითხების შესახებ: ოპერაციული სისტემები (საფუძვლები), კომპიუტერის არქიტექტურა, პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამირების საფუძვლები.

სწავლის/სწავლების მეთოდები:

აღნიშნული დისციპლინის შესწავლა ხორციელდება ლექციებზე, პრაქტიკულ მეცადინეობებზე და დამოუკიდებელი მუშაობის დროს სახელმძღვანელოების, რეკომენდირებული ლიტერატურის და ინტერნეტის გამოყენებით. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემდეგ მეთოდებს:

** ლექციას;
** წერითი დავალების შესრულებას;
** რეფერატების მომზადება-პრეზენტაციას;
** დისკუსია-სემინარების ჩატარებას;
** დამოუკიდებელ მუშაობას;
** საკონტროლო სამუშაოების შესრულებას

სრული ინფორმაცია კურსის თემატიკის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://vipintellect.ge/new/about3.php?id=9&id2=10

კურსდამთავრებული შეძლებს: SQL Server-ი ერთერთი უძლიერესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც დღესდღეობით გამოიყენება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, საბანკო სექტორებში და მსხვილ კომპანიებში. ეს კურსი თქვენ მოგცემთ საშუალებას შეიქმნათ პერსპექტიული მომავალი და გააღრმავოთ ცოდნა, გაუწიოთ ადმინისტრირება კომპანიაში არსებული მონაცემთა ბაზების სისტემას, დაარეზერვოთ, იზრუნოთ მონაცემების უსაფრთხოებაზე, მოახდინოთ ყველაფრის ავტომატიზირება და მონიტორინგი, რათა კომპანიაში არსებული თითოეული ინფორმაციის დეტალიც არ დაიკარგოს.

ხანგრძლივობა: 12 - 2საათიანი ლექცია
კურსის ღირებულება:
ორ -სამ კაციან ჯგუფში - 700 ლარი;
4-5 კაცი და მეტი - 550 ლარი;

"VIP Intellect Group" გთავაზობთ პროფესიონალური დონის კურსებს LINUX-ის ოპერაციულ სისტემებში.

კურსი განკუთვნილია:

მსმენელთათვის ვისაც სურს შეისწავლოს ლინუქსის ოპერაციული სისტემის ბრძანებათა სტრიქონის ინტერფეისში მუშაობა, ოპერაციული სისტემის მართვის ბაზური საკითხები, სისტემის მომხმარებლების მართვა, სარეზერვო ასლის შენახვა და სისტემის აღდგენა, ლინუქსის სისტემის ქსელში ჩართვა და მისი დაცვა.

სრული ინფორმაცია კურსის თემატიკის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://vipintellect.ge/new/about3.php?id=11&id2=10

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
კვირაში ჩატარდება 2 -2 საათიანი ლექცია
2-3 კაციან ჯგუფში - 200 ლარი თვეში
ჯგუფში 4 კაცი და მეტი - 170 ლარი თვეში

კურსდამთავრებული შეძლებს:

** კურსდამთავრებულს ექნება ლინუქსის მოხმარების და ადმინისტრირების უნარი.
** გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული მომხმარებლებისთვის მსმენელთა მომზადება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ადგილზე მოსვლით, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა, კორპორატიული მომხმარებლისთვის გამომდინარე მსმენელთა რაოდენობიდან შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.

მის: პეკინის 28, მე-6 სართ.
ტელ: 237 19 39; 593 61 82 12; 551 196 110;
ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/pages/VIP-Intellect-Group
http://www.vipintellect.ge

საკონტაქტო პირი: ნინო მღებრიშვილი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru