www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის შეძენა-მონტაჟზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
თანდართული ფაილი: sos-tender.zip
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 27 მარტი

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს ელექტრო-ტექნიკის მომწოდებელ კომპანიებს ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის პროგრამის პროექტის ფარგლებში მომსახურებისთვის საჭირო ელექტროტექნიკის შეძენის მიზნით ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი საქონლის ჩამონათვალისა და რაოდენობების ამსახველი დოკუმენტის (აღჭურვილობის ჩამონათვალი-შესავსები) ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან. შესასყიდი საქონლის რაოდენობა შესაძლებელია დაკორექტირდეს მომწოდებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. საქონლის სრული ღირებულების გადახდა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მაქსიმუმ სამი სამუშაო დღის ვადაში).

ტექნიკური დავალება გულისხმობს შემდეგ სამუშაოებს: შესყიდული საქონლის მიწოდება, ტრანსპორტირება და მონტაჟი.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
** შევსებული უწყისი - ხარჯთაღრიცხვა
** თანხის გადახდის პირობები: საქონლის სრული ღირებულების გადახდა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მაქსიმუმ სამი სამუშაო დღის ვადაში.

მომსახურების გაწევის ვადები: 28.03.2017-05.04.2017 წელი
სამუშაო ადგილი: ბავშვთა სოფელი ქუთაისი, ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ. მე-3 შეს.

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც ;საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის შესყიდვა და მონტაჟი", ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2017 წლის 27, მარტი/ 12:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ. მე-3 შეს.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: contact@sos-kd.ge.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru