www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი - რუსთავი
მომწოდებელი: იზიმანი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

საფინანსო ორგანიზაცია "იზიმანი" (www.easymoney.ge) აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე რუსთავში.

ანაზღაურება: ფიქსირებული 250 ლარი + ბონუსი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების შესწავლა;
** მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება და პროდუქტების გაყიდვა;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სამიზნე ჯგუფებში სარეკლამო მასალის დარიგება-გავრცელება;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.
** პორტფელის მართვა.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** კარგად განვითარებული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@easymoney.ge 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი რეზიუმე/CV არ იყოს განხილული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru