www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ამბულატორიული კლინიკის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სამედიცინო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 17 აპრილი

სამედიცინო ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული კლინიკის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** სავალდებულოა ამბულატორიულ კლინიკაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 3 წლისა;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კლინიკაში მიმდინარე პროცესების ადმინისტრირება;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
** სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი და მართვა პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად;
** ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა ორგანიზაციაში დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** სამედიცინო კონფერენციების ორგანიზება;
** სამსახურებრივ შეხვედრებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** სამედიცინო სერივსების გაყიდვების სტიმულირება და კლინიკის შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა;
** შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის, დამსაქმებლის შინაგანაწესის, საქმისწარმოების წესების, ინსტრუქციებისა და სხვა შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის დაცვა;
** სამედიცინო პერსონალის შერჩევა-აყვანის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** კლინიკის პერსონალის მართვა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდის მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: medholding@client.jobs.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება!

გასაუბრება ჩატადება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru