www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცნობიერების ამაღლების კამპანია
მომწოდებელი: BRIDGE - Innovation and Development
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 27 მარტი

ოქსფამი, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან "ბრიჯ- ინოვაცია და განვითარებასა" და "შავი ზღვის ეკო აკადამიასთან" ერთად ახორციელებს პროგრამას "თემების მდგრადობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს კატასტროფის მიმართ საზოგადოების მზაობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პროგრამის ძირითადი ამოცანაა, სოფლად და ქალაქად მცხოვრები მოსახლეობისა და მათი საარსებო პირობების დაცვა ბუნებრივი კაგტასტროფებისა და კლიმატის ცვლილების გავლენისგან.

ცნობიერების ამაღლების კამპანია.

სატელევიზიო კამპანიის მიზანი:

პროგრამა "თემების მდგრადობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ინფორმაციის მიწოდებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ეძებს კომპანიას/ფიზიკურ პირს ინფოგრაფიკული ვიდეოს დამზადებისთვის საქართველოში სხვადასხვა სახეობის ბუნებრივი კატასტროფების მოსახლეობაზე გავლენის შესახებ, ასევე იმის შესახებ თუ როგორ მოემზადოს და გაუმკლავდეს მოსახლეობა კატასტროფებს საყოფაცხოვრებო პირობებში.

ამოცანები:

3 მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ინფოგრაფიული ვიდეო (თითო 30 წამი) უნდა მოიცავდეს პროგრამის მთავარ შეტყობინებებს, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი კატასტროფების დროს მზადყოფნის მნიშვნელობასთან და უნდა პასუხობს შემდეგ კითხვებს:

** რომელია აჭარაში/საქართველოში ყველაზე გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები?
** რა ზიანი მოაქვს ბუნებრივ კატასტროფებს ადგილობრივი თემებისთვის საქართველოსა და აჭარაში (სტატისტიკური მონაცემები, ფაქტები)?
** რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცოდნას იმის შესახებ თუ როგორ მოიქცნენ ბუნებრივ კატასტროფებამდე, კატასტროფების დროს და შემდეგ, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი კატასტროფებისგან გამოწვეული დანაკარგი?
** როგორ იცავს კატასტრფების მიმართ პრევენციული/შემარბილებელილ ღონისძიებები ადგილობრივ თემებს, სკოლებსა თუ სხვა დაწესებულებებს ბუნებრივი კატასტროფებისგან?
** როგორ უნდა მოიქცე ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი კატასტროფების დროს (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი) და როგორ უნდა დაეხმარო სხვებს?
** რა წარმატებული პრაქტიკა არსებობს კატასტროფების რისკების შემცირების პროგრამის დაგეგმივსას?

განსახორციელებელი ქმედებები და დავალების შედეგად მიღებული პროდუქტი:

კომპანიას/ფიზიკურ პირს მოეთხოვება დაწეროს სცენარი და განსაზღვრულ დროში მოამზადოს მაღალი ხარისხის სამი კლიპი/ინფოგრაფიკი, რომელიც გამიზნული იქნება ფართო საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.

კონკრეტული დავალება მოიცავს შემდეგ ქმედებებს:

** დამკვეთ ორგანიზაციასთან შეთანხმებით შინაარსის განხილვა და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება (2017 წლის 29 მარტამდე)
** დოკუმენტური ფილმის დეტალური სცენარისა და კონცეფციის წარმოდგენა დასამტკიცებლად (2017 წლის 31 მარტამდე)
** პროდუქტის (დოკუმენტური ფილმის) წინასწარი ვერსიის წარმოდგენა (2017 წლის 20 აპრილამდე)
** პროგრამის მენეჯმეტის გუნდისა და დონორის კომენტარებზე დაყრდნობით შესაბამისი ცვლილებების გაკეთება კომპანიის მიერ წამოდგენილ პროდუქტზე (2017 წლის 28 აპრილი)
** საბოლოო პროდუქტის წარმოდგენა სატელევიზიო და DVD ფორმატში და ასევე საიტზე ასატვირთი ვერსია (2017 წლის 10 მაისამდე)

დავალების შესრულებისთვის საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება:

** ვიდეო, ანიმაციური და ინფოგრაფული პროდუქტის მომზადების გამოცდილება და შესაბამისი კვალიფიკაცია (შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს კრეატიული პროდუქტის წარმატებული მაგალითები);
** კატასტროფების რისკების შემცირების სფეროების მიმართ ინტერესი;
** განვითარების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** რამოდენიმე ერთდროულად წარმოქმნილი მოთხოვნის შესრულების უნარი, საოფისე და საველე სამუშაოების ჩათვლით;
** კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს მოცემულ ვადებში შესრულების უნარი.

დავალების ხანგრძლივობა:

დავალების შესრულების ხანგრძლივობა: 29 მარტი - 10 მაისი
დავალების დაწყებისთვის გათვალისწინებული დრო: 29 მარტი

შერჩევის პირობები:

კომპანიამ/ პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე/გამოცდილება სოციალური ვიდეოს/ ანიმაციური ინფოგრაფიკის დამზადების სფეროში
** ანალოგიური დავალებების შესრულების პორტფელი (მათ შორის ერთი ელექტრონული/ CD ასლი)
** შესასრულებელი დავალების კონცეფცია
** ანიმაციური ინფოგრაფიკის/სარეკლამო რგოლის დამზადების ბიუჯეტი
** დავალების დეტალური ქრონოლოგია
** ინფორმაცია დავალების ანაზღაურების შესახებ

კომპანიის შემთხვევაში საჭიროა შემდეგი დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** იურიდიული პირის სარეგისტრაციო დოკუმენტი
** წინა წლის აუდიტორული დასკვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი
** წერილი საგადასახადო სამსახურიდან, რომელიც ადასტურებს რომ კომპანიას არა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში დავალიანება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე დალუქული კონვერტით
(როგორც ნაბეჭდი ისე ელექტრონული ვერსია CD-ზე) და კონვერტზე მიუთითოთ დავალების სახელწოდება:

"კატასტროფების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია".

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 27 მარტი.

განაცხადები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:

"ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება"
ყიფშიძის ქ. N20, კორპუსი 2
თბილისი, საქართველო



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru