www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს სალიზინგო კომპანია
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 30 მარტი

შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში შემოსული დოკუმენტების მიღება, დახარისხება, რეგისტრაცია და ადრესატისათვის გადაცემა;
** გარე მიმოწერის დოკუმენტების მიღება, რეგისტრაცია, გადასაგზავნად მომზადება და ადრესატამდე მიტანის ორგანიზაცია;
** სატელეფონო კონსულტაციების გაწევა შემოსული ზარების შემთხვევაში;
** კომპანიის საკანცელარიო ნივთებით მომარაგების უზრუნველყოფა;
** მენეჯმენტის საქმიანი შეხვედრების ორგანიზება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე/მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook, PowerPoint);
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა;
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოების სტანდარტები, ბიზნეს ეთიკის ნორმები;
**კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@glc.ge 2017 წლის 30 მარტამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("Subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru