www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირებაში ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით.

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიერ შემუშავებული სამაგისტრო პროგრამა იზიარებს აშშ წამყვანი უნივერსტეტების, ჯორჯიის სახელწიფო უნივერსიტეტის (ატლანტა) ჯ. მაკ რობინსონის კოლეჯის ჯანდაცვის ადმინისტრირების ინსტიტუტსა და მიჩიგანის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და პოლიტიკის დეპარტამენტში მიმდინარე პროგრამების მოთხოვნებს და დარგის სტანდარტებს. პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და ნერგავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა?

კავკასიის უნივერსტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლამ საქართველოში პირველმა დაიწყო ზრუნვა ჯანდაცვის სისტემის თანამედროვე მმართველების მომზადებაზე.

** კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს სპეციალისტებს, ჯანდაცვის სექტორში არსებული ინსიტიტუციების მართვასა და ლიდერობაში, ფინანსირება-ბიუჯეტირებაში, ჯანდაცვის გლობარულ და ეროვნული პოლიტიკაში;
** კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის კურსდამთავრებულს კარგად ეცოდინება ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და ჯანდაცვის სფეროს კვლევის ძირითადი მეთოდები;
** კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა სტუდენტს სთავაზობს ევროპის რეგიონში აღიარებულ ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრის კვალიფიკაციის მინიჭებას;
** კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლას, ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან დაწესებულებებთან საქართველოში.

გადახდის პირობები:

მოქნილი გადახდის სტრუქტურა, რომელიც განისაზღვრება თითოეულ სემესტრში აღებული საგნების/კრედიტების რაოდენობით. ერთი კრედიტის ღირებულება 82.5 ლარი, სემესტრში ასაღები საგნების რაოდენობა მინიმუმ 3 (1485 ლარი), მაქსიმუმ 5 (2475 ლარი). მთლიანი პროგრამის (120 კრედიტი) ღირებულება 9 900 ლარი.

სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

** ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
** საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი (B ტიპის ტესტი);
** კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
** სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
** 2 ფოტოსურათი 3X4
** სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
** 2 რეკომენდაცია
** შევსებული აპლიკაციის ფორმა

საკონტაქტო პირი:

ვატო სურგულაძე
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი
ტელ.: 2 377777 (შიდა 148)
მობ.: 577 503009
ელ.ფოსტა: vsurguladze@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru