www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტროობის ხელოსანი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

** სატვირთო ავტონაწილები და სერვისი;
** "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
** სატვირთო ავტომანქანები.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** შვებულების გარდა დამატებით 10 უქმე დღეს წელიწადში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ;
** კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტროობის ხელოსნის პოზიციაზე, ორხევისა და წიწამურის ფილიალებში.

სამუშაო ფუნქციები:

** სატვირთო მანქანების ელექტრო დიაგნოსტიკა;
** სატვირთო მანქანებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** სატვირთო მანქანების დაზიანებული ნაწილების შეკეთება ან ახლით შეცვლა;
** საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი ნაწილის მაღაზიიდან გამოტანა/მონტაჟი;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამუშაო პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

** აუცილებელია ელექტრო დიაგნოსტიკურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ელექტროობის ხელოსნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სატვირთო ავტომობილების სფეროს ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ვარკეთილი/ორხევის ტერიტორიაზე.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 497575 (444) ან 597 137512.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |