www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების დირექტორი
მომწოდებელი: Talent Flow
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

საკონსულტაციო კომპანია "Talent Flow Management Consulting" აცხადებს შერჩევას უსაფრთხოების დირექტორის პოზიციაზე, საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის შვილობილი ორგანიზაციისთვის.

ლოკაცია: ქ. ფოთი
კომპანია: საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის შვილობილი ორგანიზაცია
ექვემდებარება: გენერალურ დირექტორს

ფუნქციების აღწერა:

** კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სფეროში დადგენილი ნორმებისა და წესების ცვლილება/განვითარება საჭიროების შესაბამისად და დანერგვა
** შრომის უსაფრთხოების სფეროში დადგენილი ნორმებისა და წესების დაცულობის უზრუნველყოფა და ხარვეზების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა
** კომპანიის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური აქტივების დაცვა, შენახვა და აღრიცხვა
შრომის დაცვის და საწარმოო სანიტარიის მდგომარეობის კონტროლის ორგანიზება
** სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების, დანადგარების ექსპლუატაციის, ელექტროუსაფრთხოების წესების დაცვის, სამუშაო ადგილებზე გამართული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისა და სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობის მეთვალყურეობის გაწევა
** ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობის სისტემატურად შესწავლა, სხვა ქვედანაყოფებთან ერთად შრომის პირობების გასაუმჯობესებელი და უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინირება
** სპეცტანსაცმლისა და სხვა აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენების უზრუნველყოფა
** წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების მოკვლევასა და საწარმოო ტრავმატიზმის მიზეზების აღმოსაფხვრელ ღონისძიებათა შედგენაში მონაწილეობის მიღება
** ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის სასწავლო პროგრამებში, შრომის დაცვის და საწარმოო სანიტარიის საკითხების ჩართვის უზრუნველყოფა და მონიტორინგი
** საწყობში არსებული მატერიალური ბაზის შენახვისა და დაცვის პროცესების ორგანიზება და მართვა
** კომპანიის მატერიალური და ტექნიკური აქტივების დანაკარგების შემთხვევაში, მისი დროული გამოვლენა, პრობლემის აღმოფხვრის უზრუნველყოფა
** კომპანიის მატერიალური აქტივების დაზიანების შემთხვევების მოკვლევა, ასეთი შემთხვევების მაქსიმალურად თავიდან არიდების უზრუნველყოფა
** შეუსაბამობების და ხარვეზების შესახებ ადრეულ ეტაპზე ინფორმირების მექანიზმების აწყობა
** კომპანიის და მისი მიმდებარე ტერიტორიის გამართული მონიტორინგის უზრუნველყოფა
** კომპანიაში არსებული მატერიალური აქტივების დაცულობისა და მათი სრულყოფილი აღწერის უზრუნველყოფა
** სამუშაოზე დასაქმებულებისთვის მარეგულირებელი ნორმების განსაზღვრის უზრუნველყოფა და გამოვლენილ ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება
** ორგანიზაციის საერთო პოლიტიკის და სტრატეგიის, ხარისხის სფეროში მიზნებისა და ვალდებულებების დანერგვა და დაცვა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის კოორდინაციისა და მათზე მინდობილი საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის
** დაქვემდებარებული გუნდის სწავლება, განვითარება, მოტივირების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავსი ფუნქციონალით მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება
** მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება - უსაფრთხოება/მონიტორინგის კუთხით
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Word, Excel, PowerPoint, Microsoft Project
** ინგლისურის, რუსულის ცოდნა - სასურველია სრულყოფილად.

კომპეტენციები:

** ბიზნესის სტრატეგიული ხედვა
** ლიდერული უნარები
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი
** პროაქტიურობა
** მაღალი ემოციური ინტელექტი
** პრობლემურ სიტუაციაში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** სტრესის მართვის უნარი
** მიზანდასახულობა
** წარმატების მიღწევაზე ორიენტირებულობა
** თვით-ორგანიზებულობა.

კომპანია გთავაზობთ საერთაშორისო ჰოლდინგის წევრობას, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, განვითარების რეალურ და ფართო შესაძლებლობებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტით, მისამართზე: talentflow@outlook.com მ/წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება Subject-ის ველში: "უსაფრთხოების დირექტორი".

ჩვენი გუნდი წარმატებებს გისურვებთ!
May Flow be with You!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |