www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გასგო მოტორსი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 12 დეკემბერი

"გასგო მოტორსი" საქართველოში ჩამოყალიბდა. კომპანია გამოირჩევა როგორც ქსელური ფილიალებით, ასევე დისტრიბუციის ქსელით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ადგილას აწვდის პროდუქციას. მას აქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში ახდენს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიკროავტობუსების პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი კომპანია სწრაფად პროგრესირებს, დღეს-დღეობით შესაძლებელი გახდა ჩვენს მომსახურეობაში ავტო ნაწილების სერვისის დამატებაც.

კომპანია აცხადებს მძღოლი/დისტრიბუტორის დამხმარის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება
** დისტრიბუტორის დახმარება.

მოთხოვნები:

** წლოვანება: 24-დან 35 წლამდე
** სქესი: მამრობითი
** აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია
** ამ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** პუნქტუალურობა.

ანაზღაურება: 700 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: kakha1989@hotmail.com და "Subject"-ში მიუთითოთ "მძღოლი/დისტრიბუტორის დამხმარე". სასურველია თან დაურთოთ თქვენი ფოტოსურათი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |