www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტო-სამრეცხაოების მრეცხავი
მომწოდებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას ავტო-სამრეცხაოების მრეცხავის პოზიციაზე თბილისში, რუსთავსა და გარდაბანში.

გრაფიკი: 09:00-20:00 (2 დღეში ერთხელ).
ანაზღაურება: გაწეული მომსახურების საფასურის 35%.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი, გარდაბანი

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ავტო-სამრეცხაოების მრეცხავი".

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
** შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;
** იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |