www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური ასისტენტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000787
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ინფრასტრუქტურული განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი.

ენების ცოდნა: ქართული - ძალიან კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სისხარტე.

დამატებითი მოთხოვნა: ელექტრო მოწყობილობების მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** ოფისისა და სერვის ცენტრის კარების მუდმივი მონიტორინგი, რეგულირება, შეზეთვა;
** ფილიალის ტერიტორიაზე დროშების, ქვაფენილის, სანიაღვრე ჭებისა და საგზაო ნიშნების შემოწმება და წესრიგში მოყვანა;
** მეორადი ზეთის ამოტუმბვა და მანქანაზე დატვირთვა;
** დაზიანებული სკამების აღდგენა;
** სარეკლამო ბანერების მონტაჟი და დემონტაჟი;
** საოფისე ავეჯის აწყობა, დაშლა და შემდგომ საწყობში გადატანა;
** გენერატორში საწვავის კონტროლის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მისი შევსება;
** გათბობა-გაგრილების სისტემის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა, ფილტრებისა და გარე ბლოკების გარეცხვა-გასუფთავება;
** სველ წერტილებში წყალმომარაგების სისტემის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა, ტრაპების გასუფთავება, მოწესრიგება;
** განათების, ელექტროობის, ტრანსფორმატორის შემოწმება;
** ელ.კარადების დათვალიერება და მათი გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** ოფისის, სერვისისა და ფილიალის გარე ტერიტორიაზე დაზიანებული სანათების აღდგენა და ნათურების შეცვლა.
** ჰაერის კომპრესორის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/787

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |