www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: რეტკო
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 იანვარი

შპს "რეტკო", ელექტროტექნიკური მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია 2005 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ბაზარზე იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ელექტრო-ენერგეტიკულ დარგში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, ზედგინიძის ქ. 62
სამუშაო საათები: 09:00-18:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
დაქვემდებარება: დირექტორი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობას და განვითარებას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე ბიზნეს პროცესებში ჩართვის და უშუალო მონაწილეობის საშუალებას;
** კონკურენტუნარიან ხელფასს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** შესყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** გუნდის (მინიმუმ 3 ადამიანი) მართვის გამოცდილება
** სასურველია ენერგეტიკის ან წარმოების სფეროში, შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, განსაკუთრებით Excel);
** ინგლისური და რუსული ენების (წერა, კითხვა, საუბარი) თავისუფლად ფლობა

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების სამსახურის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა/საქმის გადანაწილება
** შესყიდვების წლიური გეგმის განსაზღვრა სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გეგმის დაზუსტება და ხელმძღვანელთან წარდგენა
** შესყიდვების გეგმისა და საჭიროების მიხედვით, შესყიდვების ტიპის შერჩევა და დაგეგმვა
** მომწოდებელთა ბაზის შექმნის, განახლების და მართვის უზრუნველყოფა
** მომწოდებლებთან და გადამზიდავ კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოების უზრუნველყოფა
** ხელშეკრულების გაფორმების კოორდინაცია
** შესყიდვების კონტრაქტების, მიღება-ჩაბარებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვების და დაარქივების ორგანიზება
** კონტრაქტის პირობების შესრულების მონიტორინგი
** ხელშეკრულებების ვადების კონტროლი და საჯარიმო სანქციების ინიცირება
** სავარაუდო ღირებულებისთვის ბაზრის კვლევის, ფასთა გამოკითხვის უზრუნველყოფა
** ორგანიზაციაში შესყიდვების და ლოგისტიკის სრული ციკლის ჩამოყალიბება და მართვა

შპს "რეტკო" არის თანამედროვე მეთოდებზე და პრინციპებზე დაფუძნებული კომპანია, რომლის ფილოსოფიის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს ახალგაზრდების დასაქმება და ჩართულობა სხვადასხვა მიმართულებით. აქ გელოდება ახალგაზრდა გუნდი, პროფესიული და კომფორტული სამუშაო გარემო და სივრცე პირადი და კარიერული განვითარებისთვის.

თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@retco.ge და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება "შესყიდვების სამსახურის უფროსი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |