www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: 3D Painter
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია "3D Painter" ამზადებს ორიგინალურ სუვენირებს და ჯილდოებს.

მაღალი ხარისხის კრისტალებში შეგვიძლია ნებისმიერი 2D ან 3D ნახატების კრისტალში შიგნით ჩახატვა. (კომპანიის ლოგო, ფოტო, ფრაზა. შეგიძლიათ გამოიყენოთ დაჯილდოებისთვის ან საჩუქრად)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის და დაქვემდებარებული პრომო გოგონების მართვა
** გუნდის მენეჯმენტი, მოტივაცია და კონტროლი
** მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით განვითარების პროექტების ინიცირება და მართვა
** მაღაზიის პიარსა და მარკეტინგში აქტიური მონაწილეობის მიღება
** გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვება, გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და აქციების დაგეგმვა
** მუდმივი მუშაობა თანამშრომლებთან მათი ეფექტური და თავაზიანი მომსახურების კონტროლი
** Facebook, Instagram ციფრული სარეკლამო არხების და კონტენტის მართვა
** ბრენდის ეფექტური წარმოჩენის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა,

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისის სავაჭრო ცენტრები: გალერია თბილისი და თბილისი მოლი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დღის დასაწყისი: 11:00-დან 18:30 საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 7 საათი + 30 წუთი დასვენება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ციფრული მარკეტინგის ან ციფრული პროდუქტების ექაუნთ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია იცოდეს ციფრული არხებით გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობები;
** სასურველია ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიების ცოდნა;
** სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა;
** ბაკალავრის ბოლო კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და/ან მარკეტინგის მიმართულებით.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** კომუნიკაბელური
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr3dpainter@gmail.com და გთხოვთ, სათაურში
(subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |