www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მუშა
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

სს "იბერია რეფრეშმენტსი" - პეპსიკოს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშის პოზიციაზე ქ. თბილისში. კომპანიის ბრენდებია: პეპსის სრული ასორტიმენტი (Pepsi, 7UP, Mirinda), ენერგეტიკული სასმელი "Max Power", ლიმონათი "Iberia". კომპანია ახორციელებს ადგილობრივ წარმოებას და დისტრიბუციას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თეთრი ჰესის დასახლება.

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულის და მზა პროდუქციის დატვირთვა, გადმოტვირთვა და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
** სასაწყობე მეურნეობაში საქონლის განთავსება/დალაგება მოთხოვნის შესაბამისად;
** საწყობების ტერიტორიის წესრიგში მოყვანა, მათ შორის, დალაგება სტანდარტის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საშუალო განათლება;
** სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სხარტი აზროვნება.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: ცვლებით.
ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თეთრი ჰესის დასახლება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge
ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject), აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მუშა".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 19 აპრილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |