www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: VV Capital
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

საინვესტიციო ჯგუფი "VV Capital"-ი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და კრეატიულ თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს 2000 ლარი ხელზე ასაღები.

სამუშაო ადგილია: ქ. თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი № 56 ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 10-დან 19 საათამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების - რუსულის თავისუფლად ფლობა;
** აუცილებელია 1C პროგრამის საბუღალტრო მოდულის და საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა);
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია კვების ობიექტის ან წარმოების სფეროში;
** თანამედროვე საბუღალტრო სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საბუღალტრო გუნდის მართვის უნარი;
** ოპერატიული რეაგირება, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი (შემოსავლების), ქვითრების სააღრიცხვო პროგრამაში დროული ასახვა;
** ფულადი სახსრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დროული ინკასაცია;
** რეგლამენტის შედგენა აღრიცხვის წარმოების, სალარო დისციპლინის, დოკუმენტაციის ბრუნვის, ასევე რეგლამენტების და ბრძანებების შესახებ;
** სალარო (ფულადი) დისციპლინის დაცვა, დოკუმენტაციის ბრუნვის წესი, კომპანიის თანამშრომლების მიერ აღრიცხვის წარმოება;
** რეალიზაციის პირველადი დოკუმენტის გატარება პროგრამაში;
** უცხოური შესყიდვით ნედლეულისა და მარაგების პირველადი აღრიცხვა პროგრამაში, ზედნადები ხარჯების გადანაწილება საბაჟო დეკლარაციის და თანდართული საბუთების საფუძველზე საქონლის რაოდენობის ხვედრითი წილის მიხედვით;
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარება, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და შედარების აქტის ფორმირება.კვირაში შემთხვევით შერჩეულ კონტრაგენტებთან;
** მიღებული და გაცემული სესხის პროცენტის დარიცხვა პროგრამაში, ხელშეკრულების საფუძველზე სესხის პროცენტის დარიცხვა შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთით;
** ლიზინგის ხელშეკრულებების დარიცხვა პროგრამაში;
** დეკლარაციების გადაგზავნა ყოველთვიური, ყოველწლიური, თვის ინფორმაციის დამუშავება, რს-ს, ბანკის და საბუღალტრო პროგრამის მონაცემების შეჯერება, და რს-ზე დეკლარირება 996 დადგენილების მიხედვით;
** თვის დახურვა და რეპორტი IFRS სტანდარტით ან ნებისმიერი მოთხოვნილი ფორმატით, თვის ინფორმაციის დამუშავება და რეპორტის მომზადება ხდება მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
** გადასახდელი გადასახადების დაგეგმარება, ყველანაირი საკანონმდებლო შეღავათის გამოყენება და გადასახადების შესაბამისობაში მოყვანა;
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ამოცანები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (აუცილებლად რუსულ ენაზე ) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@VVcapital.ge. ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " მთავარი ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |