www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 19 აპრილი

"აპტოსი" არის სახისა და სხეულის კორექციის მსოფლიოში ცნობილი "აპტოსის" ძაფების მწარმოებელი ქართული კომპანია. 25 წლიანი ისტორია 1996 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი, კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს [thread lifting].
აპტოსს ეკუთვნის ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია.

"აპტოსი" არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც იძლევა ექსპორტის საშუალებას ევროპის ყველა ქვეყანაში. "აპტოსის" ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

კომპანიის სათაო ოფისი და წარმოება მდებარეობს თბილისში, წარმომადგენლობითი ოფისები მდებარეობს პრაღასა და ბერლინში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.aptos.global/

კომპანია "აპტოს"-ი ეძებს დაცვის თანამშრომელს.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა;
** კომპანიის შენობის გარე პერიმეტრის დაცვა;
** ვიზიტორების ნაკადის კონტროლი;

პიროვნული მახასიათებლები:

** თავაზიანობა;
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, მათ შორის ღამის ცვლაში.
სამუშაო ადგილი: ორხევი, გივი ამილახვრის 15.

ჩვენ გთავაზობთ: კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიულ მობილურ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.

დაინტერესების შემთხვევაში, 19 აპრილამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@aptos.ge;

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- დაცვის თანამშრომელი.
დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |