www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სენტა პეტროლიუმი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

"სენტა პეტროლიუმი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** სავაჭრო ცენტრის ტერიტორიის უსაფრთხოების გაკონტროლებისათვის საჭირო სისტემის შემუშავება და სტრუქტურის ჩამოყალიბება;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შერჩევა დაკომპლექტება;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის შესაბამისი უფლება მოვალეობების მინიჭება;
** სავაჭრო ცენტრის ტერიტორიის უსაფრთხოების სისტემაზე მუდმივი ზრუნვა და კონტროლი;
** ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მოწყობა იმდაგვარად რომ არ იყოს ტერიტორიაზე გაუკონტროლებელი სივრცეები;
** ვიდეო კამერების მუდმივი მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** ტერიტორიაზე ინციდენტის აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერი რეაგირება აღნიშნული შემთხვევის აღმოსაფხვრელად;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების განვითარებაზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტების მუდმივი ანალიზი და ამის საფუძველზე პრევენციული ზომების შემუშავება და დანერგვა;
** კომპანიის ხელმძღვანელებთან ეფექტიანი რეპორტინგის წარმოება;
** თანამშრომლების კორპორატიული ერთგულების ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
** დაცვის სისტემაში ჯანსაღი, სამართლიანი, გუნდური და კონკურენტუნარიანი სამუშაო გარემოს შექმნა და ამავე პრინციპებით ჯანსაღი კომუნიკაციის შექმნა ამ კომპანიის სხვა განყოფილების თანამშრომლებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია დაცვის სისტემის შესახებ შესაბამისი ტექნიკური უნარ ჩვევების ქონა და სისტემების ფუნქციონირების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული უნარ ჩვევები

** მიზანდასახულობა, საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური მენეჯერული და ლიდერული უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში სწრაფი ორიენტირების და ეფექტური რეაგირების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: g.miminoshvili@senta.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |