www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი კომპიუტერული მომსახურების შესყიდვის თაობაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
თანდართული ფაილი: 96456_sos_tbilisi_7781397.zip
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს კომპიუტერული მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" გლობალური ფონდიდან დაფინანსებული პროექტის - "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების დახმარება კორონაპანდემიის (COVID-19) პერიოდში" ფარგლებში შეძენილი კომპიუტერული ტექნიკისათვისათვის, ერთი წლის მანძილზე საჭირო კომპიუტერული მომსახურების შესყიდვის მიზნით, იწვევს კომპანიებს და ფიზიკურ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის - "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების დახმარება კორონაპანდემიის (COVID-19) პერიოდში" ფარგლებში შეძენილ იქნა კომპიუტერული ტექნიკა (კერძოდ, 149 პლანშეტი და 30 ლეპტოპი) ბენეფიციარებისათვის, რომლებიც ტექნიკის არარსებობის გამო დისტანციურ სწავლებასთან მიმართებაში განათლების მიღმა დარჩნენ. შესაბამისი ტექნიკა გადანაწილდა სამი მუნიციპალიტეტის მასშტაბით (ქუთაისი, ზუგდიდი და თბილისი). მომავალი ერთი წლის მანძილზე ტექნიკასთან მიმართებაში შესაძლოა საჭირო გახდეს სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული მომსახურების მიწოდება (მაგ: ვინდოუსის გადაყენება, პროგრამების ჩაწერა/წაშლა, დრაივერების დაყენება და ა.შ).

შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კომპიუტერული ტექნიკის გამართვა საჭიროების შემთხვევაში თბილისში ერთი წლის მანძილზე.

დაინტერესებულ კომპანიებს კონკრეტული მომსახურების ტიპის ამსახველი დოკუმენტის (შესავსები უწყისი - ხარჯთაღრიცხვა) ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.

მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება, თითოეული მომსახურების მიწოდების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე (მაქსიმუმ სამი დღის ვადაში).

სავალდებულო მოთხოვნები:

** ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა ან ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის/ფიზიკური პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** შევსებული უწყისი - ხარჯთაღრიცხვა (შენიშვნა: ერთეულის ფასში უნდა იქნას გათვალისწინებული ტრანსპორტირების ხარჯები და დღგ).
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით) ორგანიზაციის შემთხვევაში;
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ორგანიზაციის შემთხვევაში;
** შესაბამისი სამუშაოს შესრულების შესახებ 2-3 რეკომენდაცია ან რეკომენდატორის შესახებ ინფორმაცია ფიზიკური პირის შემთხვევაში.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე.
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაციის მიღება დასაშვებია ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: contact@sos-kd.ge. გთხოვთ, თქვენს ელექტრონულ განაცხადს სათაურად მიუთითოთ "კომპიუტერული მომსახურების შეძენა - თბილისი".

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2021 წლის 12 აპრილი, 12:00 საათი.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: contact@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით.

ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |