www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: აუთლეთ სერვისი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

სადისტრიბუციო კომპანია "აუთლეთ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვები და შეკვეთების გაფორმება სავაჭრო ობიექტებში
** მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
** პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა
** სავაჭრო ობიექტებიდან შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია
** მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავით)

დამატებითი უნარები:

** მათემატიკური უნარები
** კომუნიკაბელური
** შედეგზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლიანი
** პუნქტუალური

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე: vacancy@outlet-service.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სავაჭრო წარმომადგენელი ქუთაისი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "აუთლეთ სერვისი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"აუთლეთ სერვის"-ში კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |