www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მხარდაჭერის კოორდინატორი
მომწოდებელი: ევექსი კლინიკები
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

"ევექსის კლინიკები" აცხადებს შერჩევას საოპერაციო მხარდაჭერის კოორდინატორის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკების და სათავოების მხარდაჭერა ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების კუთხით;
** ინოვაციური პროექტების შემუშავება კლინიკებში, სათავო ოფისებში ტექნიკური ხასიათის საკითხების და საოპერაციო მიმართულებით გაუმჯობესების მიზნით;
** ახალი კლინიკების გახსნა/დახურვაში მონაწილეობის მიღება პროცედურის დაცვით;
** Service Desk-ის მიხედვით მოთხოვნების სიზუსტისა და მიწოდების ვადების კონტროლი;
** კლინიკების და სათავოების შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, მათ შორის, გარე ფასადის ვიზუალურ მდგომარეობაზე ზრუნვა (სარეკლამო აბრები და ა.შ.);
** კლინიკების და სათავოების ინტერიერისა და ექსტერიერის სისუფთავის მონიტორინგი/კონტროლი;
** ყოველდღიურად კლინიკებთან და სათავო ოფისთან სატელეფონო კომუნიკაციის წარმოება, პრობლემების გამოვლენისა და მონიტორინგისთვის;
** კლინიკების და სათავოების განათების მონიტორინგი/კონტროლი;
** კლინიკების სუსტი დენების და ელ. ქსელების გამართულ მუშაობაზე მონიტორინგი/კონტროლი;
** კლინიკების და სათავოების კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგია, წყალი, გაზი) უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა;
** ბიზნესის მიერ დავალებული არასტანდარტული პროექტების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მუშაობის გამოცდილება საოპერაციოს, ლოჯისტიკის/ექსპლუატაციის სფეროში მინ 2 წელი (სასურველია კლინიკების/ჰოსპიტლების მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 აგვისტო, 2021 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/saoperacio-mxardacheris-koordinatori/433

"ევექსი კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |