www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სადოქტორო სტიპენდია 2021
მომწოდებელი: CIPRF
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

გაქვს საინტერესო იდეა სადოქტორო თემისთვის, გინდა გახდე დოქტორანტი?
** ხარ დაინტერესებული მეცნიერებით? მოგწონს სწავლისა და კვლევა-ძიების პროცესი?
** გსურს იკვლიო მნიშვნელოვანი თემა და გჭირდება ხელშეწყობა შენი იდეების განსახორციელებლად?
** მუდმივად ეძებ განვითარებისა და თვითრეალიზაციის გზებს?
** მზად ხარ შეეჭიდო რთულ და საინტერესო პრობლემებს?
** არ გაშინებს ტექნიკური საკითხების შესწავლა?
** B2 ან უფრო მაღალ დონეზე ფლობ ინგლისურ და/ან რუსულ ენებს?

თუ ამ კითხვებს დადებითად პასუხობ, მაშინ ჩვენი სადოქტორო სტიპენდია შენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა!

საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი (CIPRF) აცხადებს კონკურსს სტიპენდიებზე დოქტორანტურის გავლის მსურველთათვის შემდეგი მიმართულებებით:

** სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
** ჰუმანიტარული მეცნიერებები;
** ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები;
** ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა;
** ხელოვნური ინტელექტი;
** მედიცინა.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრები, მხარი დაუჭიროს მეცნიერული კვლევის პროცესში და დაეხმაროს მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საერთაშორისო განვითარებასა და კაცობრიობის პროგრესში.

შერჩეული სტიპენდიანტისთვის სავალდებულო მოთხოვნაა წელიწადში მინიმუმ 150 (ას ორმოცდაათი) საათი დაუთმოს ცენტრის მიერ მითითებული სამეცნიერო მასალების შესწავლას. ამ მასალების შესწავლაში სტიპენდიანტს გაეწევა აქტიური დახმარება ცენტრის მხრიდან.

სტიპენდიანტს ასევე ექნება ვალდებულება ყოველკვირეულად მინიმუმ სამი საათი დაუთმოს ცენტრისათვის კონსულტაციების გაწევას თავისი კომპეტენციების ფარგლებში.

დაფინანსების ძირითადი პირობები:

** ცენტრის მიერ გაცემული სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში არ აღემატება 3000 ლარს;
** მოთხოვნილი სტიპენდიის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს;
** სტიპენდია გაიცემა ტრანშების სახით, ორ თვეში ერთხელ;
** სტიპენდიის გაცემის აუცილებელი პირობაა გასულ პერიოდში სტიპენდიანტის მიერ მასზე დაკისრებული მოთხოვნების დამაკმაყოფილებლად შესრულება. შესრულების პროცესის კონტროლს და მონიტორინგს ახორციელებს ცენტრი;
** სტიპენდიის ხანგრძლივობაა მინიმუმ 1, მაქსიმუმ კი 3 წელი;
** დაფინანსდება 12 დოქტორანტი;

სტიპენდიის მოპოვებით დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ciprf@glob-pol.com

** რეზიუმე (უმჯობესია ქართულ ენაზე);
** მოკლე ინფორმაცია საკვლევი პრობლემატიკის თაობაზე (საკვლევი პრობლემატიკის სფერო და მოკლე აღწერილობა);
** რეკომენდაციები (სასურველია);
** მეილის სათაურის (Subject) ველში გთხოვთ მიუთითოთ: "სადოქტორო სტიპენდია - სფერო" (თქვენი საკვლევი პრობლემატიკის შესაბამისი სფერო, მაგალითად: "სადოქტორო სტიპენდია - სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები" ან "სადოქტორო სტიპენდია - მედიცინა" და სხვ.).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |