www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ ტრენინგი - სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) გთავაზობთ ონლაინ ტრენინგს "სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტი".

მიზანი:

ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს სამედიცინო მენეჯმენტით დაინტერესებულ პირებს გაანალიზონ: დარგის აქტუალური საკითხები, სამედიცინო დაწესებულებების მართვისთვის მნიშვნელოვანი საკითხების თეორიული და პრაქტიკული გადაწყვეტის შესაძლებლობები, ახალი რეგულაციები, სამართლებრივი საკითხები, შრომის უსაფრთხოება, ორგანიზაციის წარმატებით მართვისთვის აუცილებელი კომპონენტები, სამედიცინო სერვისის მარკეტინგისა და კომუნიკაციის შესაძლებლობები, სამედიცინო ხარისხის განვითარებისა და რისკის მენეჯმენტის როლი. თითოეული მოდულის გავლის შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენონ და განსხვავებულად გაიაზრონ მათ წინაშე მდგარი ამოცანები, კომპლექსურად შეხედონ ამოცანების გადაჭრის გზებს და შედეგებს.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს "კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის" (CUTC) სერტიფიკატს.

ტრენინგის თემატიკა:

** მოდული #1 - სამედიცინო დაწესებულებების მართვის ტიპები და დონეები, ორგანიზაციული კულტურა - ხანგრძლივობა: 4 საათი
** მოდული #2 - ადამიანური კაპიტალის მართვის მნიშვნელოვანი ასპექტები, თანამშრომელთა მოტივაცია - ხანგრძლივობა: 4 საათი
** მოდული #3 - მარკეტინგი - ხანგრძლივობა: 4 საათი
** მოდული #4 - ინტეგრირებული კომუნიკაცია - ხანგრძლივობა: 2 საათი
** მოდული #5 - სამედიცინო მომსახურების ხარისხი და პაციენტის კმაყოფილება - ხანგრძლივობა: 2 საათი
** მოდული #6 - რისკის მენეჯმენტი, კრიზისული მართვა სამედიცინო დაწესებულებებში - ხანგრძლივობა: 4 საათი

(მოდული #1- #6) - ტრენერი - სოფო ხაჟომია - ჰოსპიტლების მართვის ექსპერტ-კონსულტანტი, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

** მოდული #7 - ჯანდაცვის სისტემა და ეკონომიკა, გამოწვევები სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სამედიცინო დაწესებულების დანიშნულება და ტიპები - ხანგრძლივობა: 4 საათი
** მოდული (#7- #8) - ტრენერი - თენგიზ ვერულავა მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი
** მოდული #8 - სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების მეთოდები, შემოსავლები და ხარჯები - ხანგრძლივობა: 4 საათი
** მოდული #9 - რეგულაციები სამედიცინო დაწესებულებებისთვის - ხანგრძლივობა: 4 საათი
** მოდული #10 - ინფექციების კონტროლი, ეპიდემიოლოგის როლი და ნარჩენების მართვა სამედიცინო დაწესებულებაში - ხანგრძლივობა: 4 საათი

მოდული (#9 - #10) ტრენერი - მარინე ბაიდაური ექიმი ეპიდემიოლოგი, ინფექციის კონტროლის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

** მოდული #11 - ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები სამედიცინო დაწესებულებებში - ხანგრძლივობა: 2 საათი
ტრენერი - იოსებ მამუკელაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
** მოდული #12 - სამართლებრივი საკითხები სამედიცინო დაწესებულებაში -ხანგრძლივობა: 4 საათი
ტრენერი - ნათია კახეთელიძე მაგისტრი. კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.
** მოდული #13 - შრომის უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები - ხანგრძლივობა: 2 საათი
ტრენერი - შოთა ნიჟარაძე კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი
** მოდული #14 - გუნდი და ლიდერობა- ხანგრძლივობა: 4 საათი
ტრენერი - გიორგი მახარაშვილი - MD კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი.

ტრენერები:

** გიორგი მახარაშვილი - MD კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი
** თენგიზ ვერულავა - მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი
** იოსებ მამუკელაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
** მარინე ბაიდაური - ექიმი ეპიდემიოლოგი, ინფექციის კონტროლის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
** ნათია კახეთელიძე - მაგისტრი, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი
** სოფო ხაჟომია - ჰოსპიტლების მართვის ექსპერტ-კონსულტანტი, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
** შოთა ნიჟარაძე - კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი

ტრენინგის განრიგი:

** ტრენინგის დასაწყისი: 22 სექტემბერი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 საათი(8 შეხვედრა)
** ტრენინგის პერიოდულობა: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
** ტრენინგის დრო: 19:00-21:00

კურსის საფასური და რეგისტრაცია:

** ღირებულება: 950 ლარი
** გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში მოქმედებს 10% ფასდაკლება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნანუკა სუჯაშვილი
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 599457447
ტელ.: 2377777 (433)
ელ-ფოსტა.: nsujashvili@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |