www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუკმეიკერი
მომწოდებელი: ბეთსოლუშენს
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"Betsolutions LLC" არის გემბლინგ პროდუქტების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია. იგი წარმოადგენს მძლავრ გემბლინგ პლატფორმას 3500 კაზინო თამაშით, 40-ზე მეტ გადახდის საშუალების პროვაიდერით. კომპანიას გააჩნია საკუთარი, "Betradar"-ის მიერ სერტიფიცირებული სპორტსბუქი, ასევე სლოტები, კაზინოსა და მაგიდის თამაშები.

კომპანია "ბეთსოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას ბუკმეიკერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტოტალიზატორის სისტემის მართვა;
** ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა და მასზე დროული რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მათემატიკური აზროვნება;
** ძირითადი სპორტის სახეობების ცოდნა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@betsolutions.com არაუგვიანეს 2021 წლის 14 ოქტომბრისა.

წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუკმეიკერი".

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი სივი ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში, თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით. სივის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოხსენებულზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |